მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ₾50 000 გირაო შეუფარდა

მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.

პროკურატურამ ლელოს დამფუძნებელს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ბრალი წარუდგინა.

უწყება წერს, რომ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.

ცნობისთვის, საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები