მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლომ ხერსონის პორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეაჩერა - რასაც ზელენსკის პასუხი მოყვა

5e3bfa2422e85
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.20 15:20
1524
კიევის მეექვსე სააპელაციო ადმინისტრაციულმა სასამართლომ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მიერ დაფუძნებული კომპანიისთვის - LLC RISOIL-KHERSON-ისთვის ხერსონის პორტის მართვის უფლების გადაცემა შეაჩერა, აღნიშნულის მიზეზად კონკურსის მიმდინარეობისას ერთ-ერთი კომპანიის - „ხერსონის საზღვაო პორტის“ დისკვალიფიკაცია დასახელდა.

აღნიშნულ მოვლენას უკვე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რეფორმირება სჭირდება. 

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვესწრებით დროს, როდესაც მოხდება უკრაინული სასამართლო სისტემის გადატვირთვა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მოსამართლე არის სრულიად დამოუკიდებელი, თუმცა არსებობს სამწუხაროდ საკმაოდ დიდი რაოდენობა იმგვარი შემთხვევების, რომლებიც უკრაინას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევენ, შემთხვევების, რომლებიც როგორც უკრაინელი, ასევე უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგაა,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, კიევში გაიმართა საჯარო პრეზენტაცია, რომელზეც უკრაინის მთავრობამ ხერსონის პორტის მართვის 30-წლიანი უფლების გადაცემისთვის გამართულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად LLC RISOIL-KHERSON-ი გამოაცხადა. 

BMG-სთან GIG ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამჟამად კომპანია მიმდინარე პროცესს მშვიდად ადევნებს თვალყურს. 

"ის რაც ხდება ეს შიდა დავაა, ხშირად თანმდევი პროცესი და რეაქცია ასეთი გადაწყვტილების დროს. თქვენ ნახეთ სახელმწიფოს პასუხი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშრებით. რაც შეგვეხება ჩვენ - მშვიდად ვადევნეთ თვალყურს ამ პროცესს. ეს პრეტენზიები კონკურსის მიმდინაორებასთან დაკავშრებით არის და არა კონკრეტული კომპანიის მიმართ

ეს უკრაინის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფომ საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურების მართვის უფლება კერძო ოპერატორს გადასცა. 

უკრაინის მთავრობის წევრთა განცხადებით, ტენდერის საკონკურსო პროცესი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. შერჩევის მთავარი პრინციპი კი გამარჯვებული ინვესტორის რეპუტაცია, მათი მხრიდან წარდგენილი საუკეთესო საინვეტიციო წინადადებები და ბიზნესგამოცდილება გახდა.

უკრაინის ახალი მთავრობის ინიციატივით, ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმები მიმდინარეობს, რომელთა შედეგადაც სახელმწიფო ობიექტების პრივატიზება და საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაცია მიმდინარეობს. ეს ცვლილებები მათ შორის ინვესტორებისთვის სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების მართვის უფლების შეთავაზებასაც ითვალისწინებს,"- ამბობენ კომპანიაში. 

LLC RISOIL-KHERSON-მა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას, ხერსონის პორტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია წარუდგინა საკუთარი ხედვით, მისიით, განვითარების გეგმით და პორტის გადაიარაღების სქემით. ინვესტორი კომპანია პორტის განვითარებაში 15 მლნ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და ხერსონის ინფრასტრუქტურის მოწყობა-განვითარებაზე ვალდებულებასაც იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები