მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საშობაო საყიდლებზე ამერიკელები რეკორდულად ბევრ, თითქმის $1 ტრილიონს დახარჯავენ

შობა

წელს ამერიკელი მომხმარებელი საშობაო საყიდლებზე რეკორდულ თანხას დახარჯავენ. აშშ-ის საცალო ვაჭრობის ეროვნული ფედერაციისა და Prosper Insights & Analytics-ის ყოვეწლიური კვლევა ადასტურებს, რომ 2024 წლის სადღესასწაულო სეზონზე ამერიკელები $979.5 მილიარდიდან $989 მილიარდ დოლარამდე დახარჯავენ.

კვლევის შედეგების თანახმად, რომელიც 2024 წლის 2-9 დეკემბრის პერიოდში 7 861 ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება, რითეილ სექტორის გაყიდვები წლის ნოემბერ-თებერვალში, 2023-თან შედარებით, 3.5%-მდე გაიზრდება.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელები, საშუალოდ, $902-ს დახარჯვას აპირებენ საშობაო საჩუქრებზე, სეზონურ დეკორაციებსა და სურსათზე. საცალო გაყიდვების ზრდის ტენდენციის მთავარი კონტრიბუტორი კი ონლაინ ვაჭრობა იქნება, რომელიც წლიურ ჭრილში, დაახლოებით, 8-9%-ით გაიზრდება და $297.9 მილიარდს მიაღწევს.

ფედერაცია იმასაც აღნიშნავს, რომ, მიუხედავად სადღესასწაულო სეზონის განსაზღვრებისა, რომელიც 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს ითვალისწინებს, მადლიერების დღესა და შობას შორის პერიოდი, რომელიც საყიდლებისთვის ყველაზე ცხელი პერიოდია, 5 დღით უფრო მოკლეა, ვიდრე გასულ წელს.

კვლევის თანახმად, საჩუქრების კატეგორიაში ტანსაცმელი და აქსესუარები ლიდერობს, რასაც მოსდევს სათამაშოები, სასაჩუქრე ბარათები, წიგნები, ვიდეოთამაშები და თავის მოვლის საშუელაბები.

გაყიდვების მზარდ ტენდენციასთან ერთად, კომპანიები კადრების მობილიზებაზეც მუშაობენ. რითეილ ფედერაციის კვლევა ადასტურებს, რომ საშობაო სეზონზე კომპანიები დამატებით 400 ათასიდან 500 ათასამდე თანამშრომელს დაიქირავებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები