საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 260 ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი.
საშუალო ხელფასი ანაზღაურების მთლიან მოცულობას ასახავს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება, ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული რეალური საშუალო ხელფასი მესამე კვარტალში 1,484 ლარს შეადგენდა.
სექტორების მიხედვით, ყველაზე მაღალი საშუალო ანაზღაურებები ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორშია, სადაც ხელფასი 4,073 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 3,258 ლარის ანაზღაურებაა. ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი კი სოფლის მეურნეობაშია და ის 1,241 ლარს შეადგენდა, რაც ხელზე 992 ლარს შეადგენდა.
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4073 ლარი, ზრდა წინა წელთან 639 ლარი;
- მშენებლობა - 3037 ლარი, ზრდა წინა წელთან 733 ლარი;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2995 ლარი, ზრდა წინა წელთან 445 ლარი;
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2935 ლარი, ზრდა წინა წელთან 202 ლარი;
- ტრანსპორტირება და დასაწყობება - 2088 ლარი, ზრდა წინა წელთან 311 ლარი;
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2078 ლარი, ზრდა წინა წელთან 400 ლარი;
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2055 ლარი, ზრდა წინა წელთან -88 ლარი;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1865 ლარი, ზრდა წინა წელთან 321 ლარი;
- დამმუშავებელი მრეწველობა - 1709 ლარი, ზრდა წინა წელთან 211 ლარი;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1655 ლარი, ზრდა წინა წელთან 159 ლარი;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1530 ლარი, ზრდა წინა წელთან 147 ლარი;
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 1477 ლარი, ზრდა წინა წელთან 309 ლარი;
- განათლება - 1437 ლარი, ზრდა წინა წელთან 251 ლარი;
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1436 ლარი, ზრდა წინა წელთან 205 ლარი;
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 1418 ლარი, ზრდა წინა წელთან 183 ლარი;
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1241 ლარი, ზრდა წინა წელთან 87 ლარი;