მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის - კობა გვენეტაძე

610a6c090952e
ინგა მურუსიძე
04.08.21 16:30
872
ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ბაზარი სტაბილურია, წნეხი ინფლაციაზე არ შემცირებულა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ მიწოდების ფაქტორები ამ შემთხვევაში არის განმსაზღვრელი.

„დღევანდელი გადმოსახედიდან და არსებული პროგნოზებიდან ჩანს, რომ მიმდინარე პერიოდში ფასების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში მაღალი ინფლაცია მოსალოდნელი არ არის და შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს საქართველოში ფასების არასტაბილურობას, რაც შესაძლოა არასწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო, ადგილი არ აქვს.

ამ ანალიზს იზიარებს ეკონომიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები, სარეიტინგო კომპანიები. სიტუაცია არ არის ადვილი, მაგრამ სწორი ქმედებით და დრამატიზების გარეშე ჯობია ცივი გონებით შევხედოთ ამას და მივიღოთ ის ზომები, რაც მისაღებია იმისთვის, რომ ეს ერთჯერადი ფაქტორებისგან გამოწვეული ინფლაცია გადავლახოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები