სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პაემნები ორშაბათიდან განახლდება - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათს დილიდან შევძლებთ, რომ ხანმოკლე პაემნები აღვადგინოთ პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებსაც როგორც პატიმრები, ასევე მათი ოჯახის წევრები ელიან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარე სამყაროსთან და ოჯახთან კონტაქტი აღდგეს.
თავისებურებები ძალაში დარჩება, რადგან საგანგებო მდგომარეობის მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. პრევენციული ღონისძიებები პენიტენციურ დაწესებულებებში ისეთივე მკაცრი იქნება, როგორიც აქამდე იყო", - განმარტა თეა წულუკიანმა.
მისივე ინფორმაციით, პაემნები მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში ჩატარდება და მოსული სტუმარი სანიტარულ წესებს უნდა დაემორჩილოს, იქნება ეს პირბადე, თუ სხვა.