„მდგრადობა მიმდინარე პოლიტიკით შეუძლებელია, 2026 წლისთვის სასწრაფოდ პოლიტიკის შეცვლაა საჭირო“ - თურქეთში თხილის სექტორში საგანგაშო ვითარებაზე საუბრობენ.
“შავი ზღვის რეგიონში თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის" (KFMİB) პრეზიდენტის ჰასან ოსმან საბირის ინფორმაციით, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, თურქმა ექსპორტიორებმა 238,704 ტონა თხილის ექსპორტიდან 2.255 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. თუმცა წლიურ ჭრილში კლებაა როგორც შემოსავლის, ისე რაოდენობრივი თვალსაზრისით. კერძოდ, თხილის ექსპორტი 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 84,540 ტონით, ანუ 26.15%-ით შემცირდა, ხოლო ღირებულებით ნაწილში კლებამ 380.5 მლნ დოლარი, ანუ 14.4% შეადგინა.
განსაკუთრებით არასახარბიელოა 2025-2026 წლების ექსპორტის სეზონის ოთხი თვის მონაცემები. კერძოდ, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ექსპორტზე 64,711 ტონა თხილი გავიდა, რომლის ღირებულებამ 795,6 მლნ დოლარი იყო.
ჰასან ოსმან საბირის ამბობს, რომ სეზონის პირველი ოთხი თვის ექსპორტის მაჩვენებლები 1980-იან წლების დონემდე დაეცა, რაც ქვეყანას სასწრაფო ზომების გატარების აუცილებლობისკენ მიანიშნებს.




























