სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია - ამის შეახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე ცნობით, ადგილზე 16 სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. დაშავებულების შესახებ კი ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.
რაც შეეხება მიზეზებს მან თქვა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ ცეცხლი მეოთხე სართულზე გაჩნდა, რაც დაახლოებით 700 კვადრატული მეტრია.
ცნობისთვის: თბილისში, შავთელის ქუჩაზე სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძარი დაახლოებით 18:00 საათის შემდეგ გაჩნდა.