კურორტ ანაკლიაში მდებარე სასტუმრო „ანაკლიას“ დირექტორი, იოსებ თოდუა BM.GE-სთან ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზაფხულში ობიექტი ივლის-აგვისტში თვეებში თითქმის სრულად დატვირთულია.
მისი განმარტებით, სასტუმროს ძირითადი სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობაა. ასევე, იშვიათად სტუმრობენ სომხეთიდანაც.
„სასტუმრო 42 ნომერს აერთიანებს და ჯამში 160-მდე ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. ერთი ღამით განთავსება 260 ლარი ღირს, რომელშიც საუზმე და ვახშამი შედის. ჯგუფების შემთხვევაში კვება სამჯერადია. ასევე, 7 წლამდე ბავშვის განთავსება უფასოა.
ბაზარზე 14 წელია ვართ და ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო სასტუმრო ვართ, ზაფხული ყველაზე დატვირთული სეზონია.
5 ივლისამდე სასტუმრო სრულად დატვირთული გვაქვს, 5 ივლისიდან 8 ივლისამდე ნახევარი სასტუმროა დატვირთული, ამასთან აგვისტოც ძალიან კარგად დაიტვირთა“,- აღნიშნავს თოდუა.
ანაკლიაში, სასტუმრო „ანაკლია“ 14 წელია ოპერირებს.