Hotel Roshe Gudauri, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ფუნქციონირებს, მიმდინარე წლის სეზონზე მომხმარებელს განახლებული რესტორნით დახვდება. ამის შესახებ სასტუმროს მენეჯერმა მაიკო მურაჩაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“ზამთრის სეზონზე განახლებული რესტორნით ვიწყებთ ფუნქციონირებას, , გამომდინარე იქიდან, რომ გუდაურში მყოფი უცხოელი დამსვენებლები ქართულ კერძებს ითხოვენ, რესტორანი იქნება ქართული მიმართულებით, ძირითადად გვექნება ქართული კერძები და ჭურჭელიც ძველქართულ სტილში გვექნება”, - დასძინა მაიკო მურაჩაშვილმა.
სიახლეებზე საუბრისას, Hotel Roshe Gudauri-ის მენეჯერი აღნიშნავს, რომ მომხმარებელს ზამთრის სეზონზე სასტუმროს ტერიტორიაზე ცხელი აუზით სარგებლობა შეეძლება, ამასთან, სასტუმრო თავისი ბინადრებს გუდაურის საბაგირო გზამდე გადაადგილებას უფასოდ შესთავაზებს.
"ვაპირებთ ჩვენი არსებული აუზის გაათბობს და მომხმარებელს ღია ცის ქვეშ ცხელი აუზით სარგებლობა შეეძლება. გარდა ამისა, ჩვენ ვამატებთ უფასო ტრანსფერს სასტუმროდან გუდაურის საბაგირო გზამდე და ტურისტებს მოვუხსნით იმ დისკომფორტს, რომ ჩვენი სასტუმრო საბაგიროსთან ახლოს არ მდებარეობს”, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ როგორია მიმდინარე წლის სეზონის მოლოდინები, მენეჯერი პასუხობს:
“სასტუმრო პოზიციონირებას მაღალ სეგმენტზე დაიწყებს, ძირითად მიმართულებად მაღალ ხარისხს და სერვისს ავიღებთ, დღევანდელი მონაცემებით, ძირითადი მოთხოვნები ლიტვა, ლატვია, პოლონეთიდან აღინიშნება. ისრაელიდან ჯავშნები საერთოდ გაჩერებულია. წინასწარი მოლოდინები სტაბილური არ გვაქვს, ბუნდოვანია, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მაღალი სტანდარტების დაჭერით შევძლებთ სტუმრობის მიღებას და ბიზნესის მოგებაზე გაყვანას. ის მოლოდინები, რომელიც გვქონდა თუ არ გამართლდა, შესაძლოა ფასზე კომპრომისების გაკეთება მოგვიწიოს, განსაკუთრებით ტურისტულ კომპანიებთან, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ”, - თქვა მაიკო მურაჩაშვილმა.
ცნობისთვის: Hotel Roshe Gudauri 2021 წელს გაიხსნა და სასტუმროში 29 ნომერი, რესტორანი, სპა და აუზია განტავსებული