მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმრო რაჭაში, რომლის მშენებლობაც პანდემიის გამო გადაიდო

5f885edde276f
ინგა მურუსიძე
16.10.20 00:00
1166
შპს „ხვანჭკარის ღვინის მარანი“ სასტუმროს აშენებას გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო გეგმები შეიცვალა. როგორც ღვინის მარნის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ BM.GE-ს უთხრა, 10-ნომრიანი სასტუმრო სოფელ ხვანჭკარაში უნდა აშენებულიყო.

„პანდემიის გამო ფინანსური პრობლემები არ შეგვქმნია, თუმცა ვგეგმავდით სასტუმროს გახსნას, რაც რაჭის ტურისტულ განვითარებას შეუწყობდა ხელს, მაგრამ იძულებული გავხდით პროექტი შეგვეჩერებინა. 10-ნომრიანი სასტუმროს გახსნა გვინდოდა სოფელ ხვანჭკარაში, ჩვენი მარნის ტერიტორიაზე, მაგრამ ტურისტების არყოფნის და პანდემიის გამო, გეგმები დავაკორექტირეთ. როგორც კი ყველაფერი აღდგება და მინიმუმ 2019 წლის მონაცემებს დავუბრუნდებით, სასტუმროს პროექტსაც განვახორციელებთ“, - აღნიშნა ჭანტურიამ.

ამასთან, ღვინის მარნის დირექტორი ამბობს, რომ კომპანია სახელმწიფო პროგრამებით ჯერ არ სარგებლობს, თუმცა დაგეგმილი აქვს ჩაერთოს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ იმ კომპონენტში, რომელიც სტუმარ-მასპინძლობას ეხება, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სასტუმროს მშენებლობა დაიწყება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტის დეტალებია ცნობილი; დანარჩენი ინფორმაცია, მათ შორის საინვესტიციო ღირებულება, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სასტუმროს მშენებლობას დაიწყებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები