ქობულეთში, სასტუმრო „ზღვის მარგალიტი“ აუქციონზე იყიდება. eauction.ge-ზე გამოქვეყნებულია აუქციონის პირობები, რომლის თანახმად, სასტუმროს საწყისი ფასი 11 500 000 ლარია.
სასტუმრო "Pearl of sea hotel & spa" მდებარეობს სანაპიროს პირველ ზოლში, სასტუმრო არის 7-სართულიანი + მინუს სართული და ტერასა, სასტუმროში არის 1 აპარტამენტი 136 კვ.მ. 16 ოროთახიანი და 27 ერთოთახიანი ნომერი.
სასტუმროს აქვს საცურაო აუზი, ფიტნეს დარბაზი, საუნა და სპა. აღჭურვილია ავეჯით და ტექნიკით, აქვს 125 კვტ. გენერატორი და პარკინგი.
აუქციონი 08 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბერს დასრულდება.
უძრავი ქონება შპს "ნ პლიუსს" ეკუთვნის, ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2017 წელს არის რეგისტრირებული და მისი 100%-იანი წილი ნინო გიორგაძეს ეკუთვნის.




























