ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში ვადაგადაცილებული სესხები მზარდია. 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ამ სექტორში 115 მილიონი ლარის კრედიტები არის ვადაგადაცილებული, რაც პორტფელის 3.8%-ია.
შედარებისთვის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის ვადაგადაცილება 78 მლნ ლარის კრედიტებს, ანუ მთლიანი პორტფელის 2.6%-ს შეადგენდა.
ამასთან, ეს სექტორი დაკრედიტების კლებით გამოირჩევა და ის თითქმის სამი წელია 3 მილიარდ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მთლიანად საბანკო დაკრედიტება წელს 14%-ით გაიზარდა. უფრო დეტალურად, თუკი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სექტორის საკრედიტო პორტფელი 3.04 მილიარდი ლარი იყო, 2026 წლის თებერვალში ის 3.02 მილიარდი ლარი იყო.
სავარაუდოდ, ამ სექტორში ჭარბი მიწოდების რისკიდან და გაზრდილი ვადაგადაცილებიდან გამომდინარე, კომერციულმა ბანკებმა ახალი სასტუმროების დაკრედიტება შეამცირეს.




























