მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასტუმროებისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებაში 15 მლნ ლარია დახარჯული

5f735c1c5e83d
ანუკა ჯოხაძე
29.09.20 20:40
970
სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით 1 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, რაშიც 15 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ BM.GE-ის "აწარმოე საქართველოს" მეწარმეობის განვითარების უფროსმა ლაშა ბოსტაშვილმა განუცხადა. როგორც ბოსტაშვილი ამბობს, სააგენტოში პროგრამაზე მოთხოვნა გაზრდილია, ხოლო 10 ოქტომბრამდე განაცხადების რაოდენობრივ მატებას კიდევ ელოდებიან.

“მესამეჯერ გამოაცხადა სააგენტომ განაცხადების მიღება, რომელიც 10 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაინტერესება ვინაიდან სააგენტომ მოახდინა სხვადასხვა კრიტერიუმების გაუმჯობესება. დაახლოებით 15 მილიონი ლარი არის უკვე გაცემული თანადაფინანსების კუთხით ამ პროგრამაში. 10 ოქტომბრამდე ველოდებით განაცხადების ნაწილში მნიშვნელოვან ზრდას და იმედი გვაქვს, რომ ყველა ის ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც რეალურად დაზარალდა პანდემიიდან გამომდინარე, მიიღებს ამ სიკეთეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული. დაახლოებით 1000-ს გადასცდა უკვე ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა", - ამბობს ლაშა ბოსტაშვილი.

შეგახსენებთ, საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება სექტემბრის დასაწყისში მიიღეს. პანდემიით დაზარალებული ტურიზმის სექტორის მხარდაჭერა და სესხის პროცენტის სუბსიდირება 6 თვიდან 12 თვემდე გაიზარდა. განაცხადების მიღება კი 10 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მარტში, როდესაც აღნიშნული მხარდაჭერის პროგრამა დაანონსდა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობდა, რომ მთლიანობაში აღნიშნული შეღავათით 18 ათასზე მეტი სუბიექტი ისარგებლებდა. რაც შეეხება ფინანსურ რესურსს, თურნავას მაშინდელი განცხადებით, ეს დაახლოებით 3 მლნ ლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები