მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„სასტუმროებში ჯავშნებს ავადებენ და არ აუქმებენ“ - შალვა ალავერდაშვილი ახლო აღმოსავლეთის ომის გავლენაზე

ალავერდაშვილი

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გავლენა ტურიზმის სექტორზე უკვე შესამჩნევია, თუმცა საგანგაშო არაფერია. BMG-სთან საკითხზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ჯავშნების გადავადება ხდება და არა გაუქმება, რაც დარგის წარმომადგენლებისთვის საიმედო ნიშანია.

„ხდება ჯავშნების გადავადება და არა გაუქმება, განსაკუთრებით დუბაი, ქუვეითი და ისრაელიდან, რაც ფრენების გაუქმებით არის განპირობებული. ამ ეტაპისთვის ეს კარგია. თითქმის 90%, ვისაც ჯავშნები ამ ეტაპისთვის გაუუქმდა, ეს ხალხი იძახის, რომ ჩვენ გადავავადეთ ჯავშნები და არ გავაუქმეთ. ყველას აქვს მოლოდინი, რომ ამ ჯავშნებს გამოიყენებს და დროის რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ჯავშნები ისევ ძალაში იქნება. რაც ძალიან კარგია და გვაიმედებს ნამდვილად“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ ჯავშნებს ახლო აღმოსავლეთში ზაფხულში მიმდინარე კონფლიქტის დროსაც ავადებდნენ და აქედან გამომდინარე ის იმედოვნებს, რომ მიმდინარე ომიც ხანგრძლივი არ იქნება და შესაბამისად ჯავშნის გადავადებები გაუქმებით არ შეიცვლება.

იმედი მაქვს, რომ ეს ჯავშნები არ ჩაიფუშება და უბრალოდ გადავადდება. შემდგომში ეს ხალხი ამ ჯავშნებს გამოიყენებს, იმიტომ რომ თითქმის ამ ჯავშნების 50%-ს წინასწარ ჰქონდა ფული ჩარიცხული pre-payment სახით, 30% და ეს ხალხი ამ ფულს უკან არ ითხოვს ამ ეტაპზე. იძახიან, რომ ამ თანხას შემდგომში გამოიყენებენ“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი და აღნიშნავს, რომ ჯავშნების გადავადებები ძირითადად თბილისსა და ბათუმში ხდება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ზაფხულის ტურების ჯავშნები ჯერჯერობით არ გაუქმებულა და ყველა მოლოდინის რეჟიმშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები