TBC Capital-მა მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, წლიურად 30%-ით გაიზარდა მომხმარებლების დანახარჯები.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ზრდა მეტწილად არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული.
ამასთან, მიმდინარე წლის აგვისტოში, სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს.
რაც შეეხება რეზიდენტების და არარეზიდენტების დანახარჯებს სასტუმროებში, 2025 წლის აგვისტოში თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 30%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯებმა 431 ლარი შეადგინა. ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამური უნაღდო დანახარჯების 22%-ს რეზიდენტები, ხოლო 78% არარეზიდენტები იკავებენ.





























