მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სასტუმროებზე მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა” - HOTSALE.GE

60a3fc0215c65
მარიამ ადამია
18.05.21 23:40
691
HOTSALE.GE-ის დირექტორის, თათული ზაკალაშვილის თქმით, მოთხოვნა სასტუმროებზე მაისში, 2019 წელთან შედარებით დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, რაც რეკორდული მაჩვენებელია არა მხოლოდ პანდემიური წლის შემდეგ, არამედ HOTSALE.GE-ის ისტორიაშიც.

“მსგავსი სტატისტიკა, HOTSALE.GE-ზე ჯერ არ დაფიქსირებულა და ამ დროისთვის უკვე 15 ათასამდე ჯავშნის კოდია გაყიდული. საუბარია არა მხოლოდ მომხმარებლების ზრდაზე, არამედ აქტიურობს კერძო სექტორიც და შედეგად ვთანამშრომლობთ 500-მდე ობიექტთან, რომლებიც მუდმივად ანახლებენ და ამატებენ ფასდაკლების ვაუჩერებს საიტზე, პარალელურად კი 1500-მდე განთავსების ობიექტთან გვაქვს მოლაპარაკება", - აღნიშნა ზაკალაშვილმა.

რაც შეეხება ღირებულების მატებას, HOTSALE.GE-ის დირექტორის თქმით, 15%-იანი ზრდა ფიქსირდება სასტუმროების ფასებზე, თუმცა მიუხედავად ამისა, მოთხოვნა მაინც იზრდება.

“ღირებულება 50 ლარიდან - 250 ლარამდე მერყეობს და ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც 4 ან 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე, ასევე აპარტამენტებსა და კოტეჯებზე მოდის” - აღნიშნა თათული ზაკალაშვილმა.

ინფორმაციისთვის, გასული წლის ზაფხულში HOTSALE.GE-ზე 80%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა და სეზონზე სასტუმროების 18,000-მდე ჯავშანი გაიყიდა. განსაკუთრებით დატვირთული კი აჭარის რეგიონი, ასევე, სვანეთი და კახეთი იყო.

პლატფორმა Hotsale.ge მომხმარებლებს 50-ზე მეტ პრემიუმ კლასის, 80-ზე მეტ - ზღვისპირა, 25-ზე მეტ - კახეთის, 40-ზე მეტ - ბაკურიანის და 25-ზე მეტ - სხვა მთის რეგიონების სასტუმროების დაჯავშნას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები