მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატელიტური შეტყობინებების გასაგზავნად Apple კომპანია Globalstar-თან ითანამშრომლებს

631997fedf230
გიორგი თოლორდავა
08.09.22 21:35
761
მიმდინარე კვირას ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. Apple-ის პრეზენტაციაზე საზოგადოებისათვის iPhone 14-ისა და 14 Pro-ს ტექნიკური მახასიათებლებისა და ახალი ფუნქციური შესაძლებლობების შესახებ გახდა ცნობილი.

ერთ-ერთი ახალი ფუნქცია, რომელსაც iPhone 14 მიიღებს საგანგებო სიტუაციებში სატელიტური შეტყობინებების გაგზავნის შესაძლებლობაა. აღნიშნული ფუნქცია გათვლილია იმ ლოკაციებსა და შემთხვევებზე, როდესაც სატელეფონო ოპერატორი კარგავს სიხშირეს, სიგნალის გარეშე კი ზარის განხორციელება შეუძლებელი ხდება. iPhone-ის ახალი ფუნქციით მომხმარებელი სატელიტების დახმარებით შეძლებს სასწრაფო დახმარების და სამაშველო სამსახურების გამოძახებას ან სხვა სახის საგანგებო შეტყობინების გაგზავნას.

სატელიტური კავშირის მისაღებად, ბუნებრივია, Apple-ს შესაბამისი ტექნიკური რესურსების მქონე კომპანიასთან თანამშრომლობა მოუწევს და ასეთი სწორედ ამერიკული Globalstar-ია.

თანამშრომლობის პირველი ეტაპი Apple-ის მხრიდან $450-მილიონიან ინვესტიციას მოიცავს, თანხის უდიდეს ნაწილს კი სწორედ კონტრაქტორი კომპანია მიიღებს.

Globalstar ამერიკაში 1991 წელს დაარსდა და მსოფლიოს მასშტაბით უმსხვილესი სატელიტური ფლოტის მქონე კომპანიაა. მისი სატელიტები, ჩვეულებრივებთან შედარებით, დედამიწის ზედაპირთან უჩვეულოდ ახლოს დაფრინავენ, რაც მობილური კავშირის გაუმჯობესებაზე და შეტყობინების სისწრაფეზეა მიმართული.

გასულ 6 თვეში საფონდო ბირჟაზე Globalstar-ის აქციები 80%-ითაა გაზრდილი, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 3.7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება Apple-ს, $2.5-ტრილიონიანი საბაზრო ღირებულები ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მის შემოსავლის მთავარ წყაროს კი სწორედ iPhone წარმოადგენს.

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა.  დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები