მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწარმოს გაფართოება და ექსპორტზე გასვლა - როგორია “ზარაფხანას” გეგმები?

თორნიკე სამხარაძე

“ზარაფხანა” ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა ქართულ საიუველირო ბაზარზე, რომელიც ოქროს ნაკეთობებს ადგილობრივ ბაზარზე შესყიდული ნედლეულისგან ამზადებს.

ქართული კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში” ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლო მომავალში, კომპანია საწარმოს გაფართოებაზე და ექსპორტზე გასვლაზე ფიქრობს.

“ახლო წარსულში საწარმო განვაახლეთ და ახალი დანადგარები შევიძინეთ, რომელთა დახმარებით წარმოების ოპტიმიზაცია და პროცესების აჩქარება გვსურს, რითაც გაიზრდება წარმოება. ახლო მომავალში ვგეგმავთ ქართულ ბაზარზე წარმოვჩნდეთ მეტი სიახლით და ჩვენი მომხმარებლების საყვარელი პროდუქციის უფრო დიდი არჩევანით.

გვინდა საქართველოში ახალი ფილიალის გახსნა, მაგრამ თან, საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელადაც ვმუშაობთ. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ და ერთ-ერთი ლონდონია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ბაზარია საიუველირო თვალსაზრისით”, - განაცხადა თორნიკე სამხარაძემ “საქმიან საღამოში” სტუმრობისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები