საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად, მარტის ბოლოდან საქართველოში საწვავი გაიაფდა. ქვეყანაში მოქმედ ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე გასული ერთი კვირის პერიოდში სხვადასხვა ტიპის საწვავის ღირებულება 10-13 თეთრით შემცირდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ფასი.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 28 მარტს შეიცვალა და 10-13 თეთრით გაიაფდა. დღეს ამ ბრენდის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
ეკო სუპერი - ₾3.52; კლება - 10 თეთრი;
ეკო პრემიუმი - ₾3.12; კლება - 10 თეთრი;
ეკო დიზელი - ₾3.07; კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.99; კლება - 13 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.95; კლება - 10 თეთრი;
დიზელ ენერჯი - ₾2.94; კლება - 10 თეთრი;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 25 მარტს შემდეგ შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 10 თეთრით გაიაფდა. შედეგად, დღეს საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.53, კლება - 10 თეთრი;
G-Force პრემიუმი - ₾3.13, კლება - 10 თეთრი;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.03, კლება - 10 თეთრი;
ევრო რეგულარი - ₾2.93, კლება - 10 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.09, კლება - 10 თეთრი;
ევრო დიზელი - ₾2.99, კლება - 10 თეთრი;
გაზი - ₾1.69;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Socar-ის, Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს.
Rompetrol-ს ქსელში დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
Efix სუპერი - ₾3.63;
Efix ევრო პრემიუმი - ₾3.19;
ევრო რეგულარი - ₾2.99;
Efix ევრო დიზელი - ₾3.15;
ევრო დიზელი - ₾3.05;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Euro Super – ₾3.48;
Premium Avangard - ₾2.98;
Euro Regular - ₾2.83;
Euro Diesel - ₾2.98;
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.50;
ნანო პრემიუმი - ₾3.10;
ნანო ევრო რეგულარი - ₾2.93;
ევრო 5 დიზელი - ₾3.04;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾2.93;
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Portal-ის გასამართ სადგურებში საწვავის ფასი:
Super - ₾2.99
Premium - ₾2.79;
Euro Regular - ₾2.59;
Euro Diesel - ₾2.69;
Effect Diesel - ₾2.59;




























