მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება მთლიანად გარე ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება - ლექვინაძე

საწვავი აფხაზეთში

საწვავის ბაზარზე დღეს არსებული ვითარება მთლიანად გარე ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლექვინაძემ არსებული ვითარება განმარტა და თქვა, რომ საჭიროების, ან კითხვის ნიშნების შემთხვევაში სააგენტოს აქვს ბერკეტი, დაიწყოს საკითხზე მოკვლევა, თუმცა დღეს ეს აუცილებელი არ არის.

„მონიტორინგი გრძელდება, რადგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია მიმდინარე პროცესების, საავტომობილო ბაზარზე გაძვირების პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ ვაკეთებთ შუალედურ ანგარიშებს. ბოლო ანგარიშიდან გამომდინარე, კონკურენციის თვალსაზრისით ბაზარზე ბევრად გაჯანსაღებული ვითარებაა და ამის თქმის საფუძველს რამდენიმე ფაქტორი გვაძლევს. თუ გასულ წელს, იგივე პერიოდში მარჟები საშუალოდ 70-90 თეთრის ფარგლებში იყო, რიგი კომპანიების შემთხვევაში იგი არის 5-35 თეთრის ფარგლებში და ეს უფრო აქტიური კონკურენციის შედეგია. გასულ წელს ასევე ვხედავდით, რომ მცირე და მსხვილ ქსელებს შორის ერთი და იგივე ტიპის საწვავზე სხვაობა, მაგალითად, ბენზინ რეგულარზე 60-70 თეთრი იყო, წელს ეს სხვაობა მინიმალურია: 15-20 თეთრის ფარგლებშია.

ამიტომ ვთვლით, რომ პროცესი ჯანსაღია და მთლიანად უკავშირდება გარე ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს, როგორიც არის ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ექსპორტის შეზღუდვის პროცესი, რიგ მომპოვებელ და OPEK-ის ქვეყნებში გადაწყვეტილება, რომ საწვავის მოპოვება შემცირდეს და ა.შ. ბოლო პერიოდში ბრენდის ტიპის საწვავზე ფასი 75 დოლარიდან თითქმის 95 დოლარს გადაცდა, პლაცზე დაახლოებით 750 დოლარზე მეტია დღეს არსებული ფასები. რუსული საწვავის ფასი 55-დან 95 დოლარამდე გაიზარდა. ამიტომ, ბაზარზე დღეს არსებული ვითარება სწორედ ამ პროცესების გავლენის შედეგია, რადგანაც 100%-ით იმპორტირებული პროდუქტია და ამ გავლენას გვერდს ვერ ავუვლით. კონკურენციის სააგენტოს სახელით შემიძლია გითხრათ, რომ მონიტორინგს ვახორციელებთ, პროცესი კონკურენციის თვალსაზრისით ჯანსაღია“, - განაცხადა ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები