მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციის საწინააღმდეგოდ სოხუმში აქცია მიმდინარეობს

სოხუმი აქცია

სოხუმში "აფხაზეთის საწვავის ასოციაციის" ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციას ეწინააღმდეგებიან.

საწვავის კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივები სოხუმში ჯერ მოჰაჯირების სანაპიროზე შეიკრიბნენ, შემდეგ ე.წ. მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

აქციის მონაწილეებს ე.წ. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა მიმართა. ჯანსუღ ნანბას განცხადებით, ის და ე.წ. პრეზიდენტი, პრობლემის მოსაგვარებლად, მოსკოვში გაემგზავრებიან.

"საკითხს რუსეთის მაღალი რანგის პირებთან განვიხილავთ", - განაცხადა მან.

რუსეთის მთავრობამ გასულ თვეში დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ექსკლუზიური უფლება "როსნეფტს" აქვს. სწორედ, ამიტომ, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურები დაიკეტა და მხოლოდ "როსნეფტი" ფუნქციონირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები