მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საწვავის ფასები ჩვენზე ვერ იქნება დამოკიდებული... უნდა დაველოდოთ კრიზისის დასრულებას - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავის ფასები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე ვერ იქნება დამოკიდებული, რადგან საწვავი ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის გამო ძვირდება. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა - თუ აპირებს ხელისუფლება საწვავის ფასის შესამცირებლად ნაბიჯების გადადგმას, მათ შორის განიხილება თუ არა აქციზის გადასახადის შემცირება.

ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მალე დასრულდება.

„საწვავს რაც შეეხება, საერთაშორისო ბაზარზე რეკორდული ფასებია იმ კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში წარმოიშვა. იმედი გვაქვს, ეს კრიზისი მალე დასრულდება, რაც საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს. ჩვენზე ეს [ფასები] ვერ იქნება დამოკიდებული, როდესაც საერთაშორისო დონეზე იზრდება საწვავის ფასები, მხოლოდ საქართველო ზომებს ვერ მიიღებს. ამიტომ უნდა დაველოდოთ კრიზისის დასრულებას და იმედი გვაქვს კრიზისი მალე დასრულდება“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები