მსოფლიო ბირჟებზე, ბოლო კვირებში ნავთობის ფასი მცირდება, რაც გლობალურად საწვავის ფასებზეც ახდენს გავლენას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში საწვავი დაახლოებით, სხვადასხვა ე.წ. ბრენდირებულ გასამართ სადგურზე 3-5 თეთრით გაიაფდა.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქსელში საწვავის სხვადასხვა სახეობები რამდენიმე თეთრით გაიაფდა.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ღირებულება ბოლო კვირებში არ შეცვლილა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი - ₾3.78;
ნანო პრემიუმი - ₾3.34;
ნანო ევრო რეგულარი - ₾3.17;
ევრო 5 დიზელი - ₾3.43;
ნანო ევრო 5 დიზელი - ₾3.49;
LPG – ₾1.80
CNG ბუნებრივი აირი - ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლოს 4 იანვარს რამდენიმე თეთრით შემცირდა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლია:
ეკო სუპერი - ₾3.75;
ეკო პრემიუმი - ₾3.32;
ეკო დიზელი - ₾3.50;
ევრო დიზელი - ₾3.45;
ევრო რეგულარი - ₾3.19;
დიზელ ენერჯი - ₾3.40;
ვისოლ გაზი - ₾1.64;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულება 30 დეკემბრის შემდეგ დღეს შეიცვალა და ყველა ტიპის საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. შედეგად საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი - ₾3.69;
G-Force პრემიუმი - ₾3.27;
G-Force ევრო რეგულარი - ₾3.19;
ევრო-რეგულარი - ₾3.09;
G-Force ევრო დიზელი - ₾3.45;
ევრო დიზელი - ₾3.35;
გაზი - ₾1.69;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.
Rompetrol-ს ქსელში საწვავის ღირებულება დღეისთვის ასეთია:
Efix სუპერი - 3.78 ლარი;
Efix ევრო პრემიუმი - 3.35 ლარი;
ევრო რეგულარი - 3.18 ლარი;
Efix ევრო დიზელი - 3.56 ლარი;
ევრო დიზელი - 3.46 ლარი;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Super Ecto - ₾3.72;
Premium Avangard - ₾3.25;
Euro Regular - ₾3.08;
Euro Diesel - ₾3.40;
Portal-ის გასამართ სადგურებში კი საწვავის ფასი ასეთია:
Premium - ₾2.99;
Euro Regular - ₾.2.89;
Euro Diesel - ₾3.54;
Effect Diesel - ₾3.45;
Diesel - ₾3.04;