მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავზე დღეს არსებული ფასი თავსებადია მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან - ლექვინაძე

ირაკლი ლექვინაძე კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ საქართველოში ბენზინის ფასი მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციას ასახავს. 

მისივე თქმით, სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს აგრძელებს და თუ დაინახავენ ფასის ცვლილებას, რომელიც არასაბაზრო ფაქტორებით იქნება გამოწვეული, რეაგირება ექნებათ. 

“ბენზინის ფასის ზრდის ტემპი საქართველოში ფიქსირდება მაისიდან აგვისტოს ჩათვლით. ამის პარალელურად შემცირების ტრენდი აქვს დიზელის ტიპის საწვავს. ჩვენი შეფასებით, ამ ეტაპზე საწვავის ბაზარზე ვითარება სტაბილურია.

მაისი-აგვისტოს პერიოდი რომ ავიღოთ და რეგულარის ტიპის საწვავი დაახლოებით 15-20%-ით არის გაძვირებული, რაც ნიშნავს დაახლოებით 30-44 თეთრს. გაძვირების ეს ტრენდი სრულიად თავსებადია ამ პერიოდში მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან. კერძოდ, თუ ვნახავთ ნავთობის ფასის დინამიკას, ამავე პერიოდში დაახლოებით 15%-ით არის ნავთობზე ფასი გაზრდილი. ეს უკავშირდება რამდენიმე გლობალურ საკითხს, მათ შორის OPEC+-ის გადაწყვეტილებებს ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე ჩინეთში საწვავზე მოთხოვნის ზრდას და რეგიონში არსებულ საკმაოდ რთულ ვითარებას. ეს ის ფაქტორებია, რომლებიც განსაზღვრავს გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასს. დღეს არსებული ფასების დინამიკა სრულიად თავსებადია მსოფლიოში მიმდინარე საბაზრო ფაქტორებთან",- ამბობს ლექვინაძე.

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მოკვლევა დაასრულა - 5 კომპანია 4 მლნ-მდე ლარით დაჯარიმდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები