მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კონკურენციის სააგენტომ საწვავის ბაზრის მოკვლევა დაასრულა - 5 კომპანია 4 მლნ-მდე ლარით დაჯარიმდა

საწვავი ბენზინი

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა, რომელიც ერთი წლის წინ, 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო.

საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. 

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. 

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ჯარიმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ (ს/ნ 204976302) - 450 590 ლარი;
სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 202161098) - 693 576 ლარი;
შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ (ს/ნ 404391136) - 1 073 859 ლარი;
შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ (ს/ნ 202352514) - 718 986 ლარი;
შპს „რომპეტროლ საქართველოს“ (ს/ნ 204493002) - 987 886 ლარი;

ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.

▪️კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. 
▪️დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის  მონიტორინგს აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები