ბახტრიონის ქუჩის N14-თან მდებარე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს 15:00 საათიდან წყალმომარაგება შეეზღუდა: მთაწმინდის რაიონში: თავისუფლების მოედანს, პოლიკარპე კაკაბაძის, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ანჯაფარიძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ხორავას, შანიძეს, ბელინსკის, ახვლედიანის, გრიბოედოვის, რუსთაველის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ბესიკის, ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ჭონქაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, ქიქოძის, მაჩაბელის, ტაბიძის, ჯანაშიას, წავკისის, ოქროყანის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებს.
კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, საიათნოვას, იერუსალიმის, პურის მოედანი, ბააზოვის, ასათიანის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, გორგასლისა და მიმდებარე ქუჩებს, ღვინის აღმართს
საბურთალოს რაიონში: დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ენგურის, იყალთოს, ბაკურიანის, ჩიქოვანის, ნატახტარის, მგალობლიშვილის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის, ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, ზემო ვეძისის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ყაზბეგის გამზ. ნაწილს, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის და მიმდებარე ქუჩებს.
ვაკის რაიონში: ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჯანაშვილის,მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, წყნეთისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
წყალმომარაგების აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია დამატებით გაავრცელებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.