მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სატვირთო ტრანსპორტის მიმოსვლა უზბეკეთისთვის საქართველო-თურქეთის საზღვარზე განახლდა

5e86f0909b222
ნათია თაქთაქიშვილი
03.04.20 21:00
1240
აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ი უზბეკეთის საგარეო სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უზბეკეთისთვის საქართველო-თურქეთის საზღვარზე განახლდა.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გატარებული გადაუდებელი ზომების გამო, სატვირთო მანქანების გადაადგილება საზღვარზე შეზღუდული იყო.

თურქეთისა და საქართველოს სამინისტროებთან და უწყებებთან მოლაპარაკებების შედეგად, საზღვარი კვლავ გახსნილია უზბეკური ტვირთებისთვის. თურქული მხარე უზბეკეთის საგზაო გადამზიდავებს ქვეყანაში შესვლის საშუალებას მისცემს, მას შემდეგ რაც ისინი 14-დღიან თვითიზოლაციის პერიოდს გაივლიან.

ახალი ნებართვა სატვირთო ავტოტრანსპორტის მიმოსვლაზე 30 მარტიდან ამოქმედდა და შედეგად 50-ზე მეტმა სატვირთო მანქანამ გადალახა საქართველო-თურქეთის საზღვარი. სიტუაციას დეტალურად აკვირდება უზბეკეთის დიპლომატიური მისიაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები