მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მრავალი მილიონის გამოყოფას გეგმავს - ამის შესახებ პრემიერმა bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერს არ დაუკონკრეტებია, რა თანხაა გამოყოფილი ახალი სამთავრობო ინიციატივისთვის.
"საორიენტაციო ბიუჯეტი გვაქვს - დღეს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ, რომ დაგვჭირდება ცალკეულ სამინისტროებთან კონსულტაციებიც, მაგრამ საუბარია, რეალურად, მრავალ მილიონიან დაფინანსებაზე, რაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო ფონდისთვის. 10 მილიარდით გაგვეზარდა ბიუჯეტი მარტო ამ 4 წელიწადში, შესაბამისად რესურსი არის საკმარისზე მეტი“, - განაცხადა კობახიძემ.