მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუბნო კომისიებში დასაქმებულებს მთავრობა 200-ლარიან კომპენსაციას არ შეუწყვეტს

5f86ac059cc52
შოთა ტყეშელაშვილი
14.10.20 12:15
1585
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების თანახმად, უმუშევრობის კომპენსაციები არ შეუჩერდებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმდებიან. ეს გამონაკლისი კომისიებში თავად პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებზეც ვრცელდება.

დადგენილების თანახმად, გამონაკლისების ჩამონათვალი ასეთია:

"ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა,"- ნათქვამია დადგენილებაში.

აქამდე მოქმედი ნორმით, დახმარების შეწყვეტის მიზეზს მოქალაქის ანგარიშზე 10 ლარზე მეტი სახელფასო შემოსავლის ჩარიცხვა წარმოადგენდა.

200-ლარიანი კომპენსაციების სახით ბოლო 5 თვის განმავლობაში 106 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ერთხელ მაინც (ერთი თვის განმავლობაში მაინც) კომპენსაცია 161,905-მა ადამიანმა მიიღო.

თვეების მიხედვით კომპენსაციის მიმღებთა სტატისტიკა ასეთია:

მაისი - 72 131 პირს გადაერიცხა 14 426 200 ლარი;
ივნისი - 143 801 პირს გადაერიცხა - 28 760 200 ლარი;
ივლისი - 127 430 პირს გადაერიცხა - 25 486 000 ლარი;
აგვისტო - 96 765 პირს გადაერიცხა - 19 353 000 ლარი;
სექტემბერი - 91 315 პირს გადაერიცხა - 18 263 000 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები