მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საუბნო საარჩევნო კომისიებში 175 საჩივარია შესული“ - უბნებზე დაფიქსირებული დარღვევები

6158515c0b062
ვიქტორია მღებრიშვილი
02.10.21 16:36
424
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიებში 175 საჩივარია შესული, მათი უმეტესობა პროცედურულ დარღვევებს და მოთხოვნილია კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხება.

„დღეს ასევე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების 24.3% დილის 08:00 სთ-ისთვის არ იყო მზად კენჭისყრის პროცესის დასაწყებად. ჩვენ დილიდან წარმოგიდგენთ ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის თაობაზე და უკვე დილის 08:30 სთ-ზე გაცნობეთ, რომ კენჭისყრისთვის საუბნო საარჩევნო კომისიები 08:00 სთ-ზე გაიხსნა. მხოლოდ 10-15 წთ-ის დაგვიანებით გაიხსნა სულ 9 უბანი საქართველოს მასშტაბით (მთაწმინდა 1 უბანი, კრწანისი 2 უბანი, ვაკე 3 უბანი, დედოფლისწყარო 1 უბანი, ხობი 1 უბანი, მარტვილი 1 უბანი), რაც დამეთანხმებით, ვერანაირად ვერ იქნება 3 664 უბნის 24.3%.

ამავე ორგანიზაციის განცხადებით ზუგდიდის #90-ე უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს, რომელიც მათი თქმით -„მთელ რიგ დარღვევებს აფიქსირებდა“. ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაციაც და გაცნობებთ, რომ რამდენიმე დამკვირვებელი კენჭისყრის პროცესს უშლიდა ხელს, ისინი ამომრჩევლების პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უღებდნენ ფოტოს, ზემოაღნიშნულის გამო კომისიის თავმჯდომარემ გააფრთხილა ისინი, თუმცა მოგვიანებით მოუხდა მათი უბნიდან გაძევება. მადლობა ყურადღებისთვის“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი 18:00 სთ-ზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები