საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco-მ, 2025 წლის შეჯამებული ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც წლიურმა წმინდა მოგებამ $104.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მხოლოდ მეოთხე კვარტალში მოგება $25.1 მილიარდი დოლარი იყო, რაც მცირედით უკეთესი შედეგი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებული $24.8 მილიარდი.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინვესტორებისთვის დივიდენდების ერთ-ერთმა უმსხვილესმა გადამხდელმა, ბაზისური დივიდენტის მოცულა 3.5%-ით გაზარდა და მხოლოდ მეოთხე კვარტალში აქციონერებზე $21.89 მილიარდი გაანაწილა. რაც შეეხება ფისკალურ 2025-ს, ბოლო 12 თვეში Saudi-მ $85.5 მილიარდი გასცა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფინანსური მაჩვენებლების სტაბილურობა საოპერაციო ფულადი ნაკადების ზრდამ განაპირობა, რომელმაც $136.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს შედეგი კი გამოიწვია კომპანიის მიერ ნედლეულის გადამუშავების სექტორში მიღებულმა გაძლიერებულმა მაჩვენებლებმა.
Aramco-ს კაპიტალურმა ინვესტიციებმა ფისკალურ 2025 წელს $52.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე ოდნავ ნაკლებია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ამინ ნასერის თქმით, დისციპლინირებულმა კაპიტალურმა განაწილებამ და დაბალმა საოპერაციო ხარჯებმა კომპანიას საშუალება მისცა, შეენარჩუნებინა მაღალი მოგებიანობა იმ პერიოდშიც კი, როდესაც ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე $80.2 დოლარიდან $69.2 დოლარამდე შემცირდა.




























