მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუდი მცირე ბირთვული სადგურების აშენებას განიხილავს

საუდი

საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ დაინტერესებულია მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორების ტექნოლოგიის შესწავლით, რადგან ის ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას და უკეთესი ენერგიის გამომუშავებას შიდა გამოყენებისა და ექსპორტისთვის.

“სამეფო ატომურ ენერგიაში "გვიან მოვიდა" და მიზნად ისახავს ატომური წარმოების ყველა ტიპისა და გამოყენების შესწავლას”, -  განაცხადა კვირას საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა პრინცმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა დედაქალაქ რიადში კლიმატის კონფერენციაზე. 

საუდის არაბეთი  საცდელ რეაქტორს აშენებს და ბირთვული პროგრამის განვითარებაში აშშ-ს დახმარებას ითხოვს.

არაბთა გაერთიანებული საამიროები ემზადებიან გაეროს ყოველწლიური სამიტის სამასპინძლოდ, რომელიც გარემოს დაცვასა და ემისიების შეზღუდვას ისახავს მიზნად. მიმდინარე წლის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის აქცენტი კი სპარსეთის ყურე ხდება, ამასთან, OPEC-ის წევრები საუდის არაბეთი და UAE მუშაობენ განახლებადი წყაროების განვითარებაზე, როგორიცაა მზის ენერგია და "ნახშირბადის დაჭერის" სისტემები, ისინი ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ნავთობის მოპოვების შესაძლებლობების გასაფართოებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ ნავთობისა და გაზის წილი შეიძლება შემცირდეს, ის მაინც იქნება მთლიანი ენერგეტიკული სისტემის ნაწილი, რომელზედაც საუკუნის შუა პერიოდში შესაძლოა მოთხოვნა გაორმაგდეს, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ნავთობსა და გაზში ყოფნას”, - თქვა პრინცმა აბდულაზიზმა.

ამასთან, საუდის არაბეთი ასევე იკვლევს გეოთერმულ ენერგიას, მათ შორის ქვეყნის დასავლეთ რაიონებში, რომლებიც შორს არის წიაღისეული საწვავის რესურსებისგან და ავითარებს “ნახშირბადის დაჭერის” ახალ შესაძლებლობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები