მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი აზიისთვის ნავთობის ფასს მკვეთრად შეამცირებს

საუდის არაბეთი

მიწოდების მასშტაბების ზრდის ფონზე, საუდის არაბეთი აგვისტოში აზიისთვის ნედლი ნავთობის ოფიციალურ გასაყიდ ფასს ბოლო ოთხი თვის მინიმუმამდე შეამცირებს. როგორც ირკვევა, წამყვანი სანავთობო მარკის, Arab Light-ის ღირებულება ივლისის განსაზღვრულ ფასთან ($9.50) შედარებით ბარელზე $6.5-ით შემცირდება და Dubai-სა და Oman-ის მარკების საშუალო მაჩვენებელს $1.5-3-ით გადააჭარბებს. საყურადღებოა, რომ დარგის სპეციალისტები ანალოგიურ კლებას ქვეყნის სხვა მარკის ნავთობზეც ელიან.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე ფასების კლება ახლო აღმოსავლეთში ნედლი ნავთობის მიწოდების მკვეთრმა ზრდამ გახადა შესაძლებელი. აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების მოძრაობა აღდგა. ამ ფაქტმა კი მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შეამცირა.

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც საუდის არაბეთს ნავთობის ფასის შემცირება უწევს, ბაზარზე ირანული ნავთობის დაბრუნებაა. როგორც ცნობილია, ოფიციალურმა თეირანმა ამერიკული სანქციებისგან დროებითი შეღავათი უკვე მიიღო, შესაბამისად, მათ წიაღისეული საწვავის საერთაშორისო ბაზრებზე გატანა ისევ შეუძლიათ. საუდის არაბეთისთვის ფასებთან დაკავშირებით გამოწვევას მეზობელი ქვეყნებიც ქმნიან, კერძოდ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი და კატარი, რომლებიც ერ-რიადის პარალელურად იწყებენ ნედლი ნავთობის სპოტ ბაზარზე გატანას.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ოფიციალური გასაყიდი ფასები ყოველი თვის ხუთ რიცხვში ქვეყნდება. ეს მაჩვენებელი ხშირად რეგიონის სხვა მწარმოებლების საფასო პოლიტიკას განსაზღვრავს და პირდაპირ გავლენას ახდენს აზიის ბაზრისთვის მისაწოდებელი ნავთობის რაოდენობაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები