საუდის არაბეთმა და ჩინეთმა 50 მილიარდი დოლარის საინვესტიციო შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება, გასულ კვირას, საუდის არაბეთში გამართული სამიტის დროს იქნა მიღწეული.
სამიტის განმავლობაში ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმყოფებოდა, რომელიც ტახტის მემკვიდრე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა. ჯამში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი საუდის არაბეთში სამი დღე გაგრძელდა.
შეთანხმების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა გაავრცელა, თუმცა სხვა დეტალები ჯერ უცნობია. Bloombeg-ის ინფორმაციით, საინვესტიციო შეთანხმება ეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებს.
გამოცემის ცნობითვე, ჩინეთს საუდის არაბეთთან ენერგეტიკის ნაწილში თანამშრომლობის გაღრმავება სურს. თან იმ ფონზე, როცა საუდის არაბეთი OPEC-ის დე ფაქტო ლიდერია, რომელიც თავის მხრივ მსოფლიოს ნავთობის მიწოდების თითქმის ნახევარს უზრუნველყოს. მაშინ როცა ჩინეთი მსოფლიოში ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე მემორანდუმიც გაფორმდა, რომლებიც თანამშრომლობას მათ შორის წყალბადის მიმართულებითაც ითვალისწინებს.
შეთანხმება გასულ კვირას საუდის არაბეთში გამართული სამიტის დროს იქნა მიღწეული.