მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის პრინცი თეთრ სახლს 18 ნოემბერს ეწვევა

მუჰამედ ბინ სალმანი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიდევ ერთი სახელმწიფო ვიზიტისთვის ემზადება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანისა და სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შემდეგ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში საუდის არაბეთის პრინცს მიიღებს. საუბარია მუჰამად ბინ სალმანზე, რომელიც სამეფოს მომავალ მმართველად განიხილება. ორი სახელმწიფოს ლიდერები ერთმანეთის პირისპირ 18 ნოემბერს დასხდებიან.

აღსანიშნავია, რომ საუდის პრინცის ვიზიტის დაანონსებას წინ რამდენიმეთვიანი სამზადისი უძღოდა. ამის მიზეზი კი ის მიზნებია, რომელთა მიღწევაც ორ ლიდერს სურს. უპირველესად, ტრამპისა და ბინ სალმანის საუბრის თემა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იქნება. ამ კუთხით კი ამერიკული მხარის პირდაპირი მოთხოვნა აბრაამის შეთანხმებაში საუდის არაბეთის ჩართვაა. თუ პრინცი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ის აიღებს ვალდებულებას, გააღრმაოს დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან, ამასთან, უარი თქვას ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკის გატარებაზე და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

აბრაამის შეთანხმებაზე ხელმოწერის პარალელურად, საუდის პრინცი და შტატების პრეზიდენტი თავდაცვის სფეროში ახალი შეთანხმების დადებაზეც იმსჯელებენ, რაც თანამედროვე და ძვირად ღირებული ამერიკული იარაღის საუდის არაბეთისთვის გადაცემას, ასევე უსაფრთხოების გარანტიებზე ფორმალური შეთანხმების დადებას მოიცავს. პოლიტიკის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბინ სალმანსა და ტრამპს ამ მიმართულებით გარიგების გაფორმება ყველაზე მეტად გაუმარტივდებათ, რადგან საუდის არაბეთი ამერიკული იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები