მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი შიდა ინვესტიციებზე კონცენტრირდება

მუჰამედ ბინ სალმანი

საუდის არაბეთის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ინვესტირების ერთ-ერთი მექანიზმია, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მეტად შიდა ინვესტიციებზე იქნება კონცენტრირებული. ფონდი, რომელიც დღეს $930 მილიარდის აქტივებს ფლობს, პორტფელში საზღვარგარეთული აქტივების წილს 18-20%-მდე შეამცირებს. დღეს, ეს მაჩვენებელი 21%-ის ტოლია, ხოლო 2020-ში საუდის არაბეთის გარეთ PIF-ის აქტივების 30% იყო ინვესტირებული.

სუვერენული სიმდიდრის ფონდის ეს გადაწყვეტილება მიგვანიშნებს, რომ ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი იკლებს, ხოლო მუჰამედ ბინ-სალმანი, რომელიც საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველია, ქვეყნის შიდა ინფრასტრუქტურის განვითარებას განაგრძობს. საბოლოო ჯამში, ყველა ამ გადაწყვეტილებამ PIF-ი ერთ კონკრეტულ მიზნამდე უნდა მიიყვანოს, რომელიც 2030 წლისთვის ფონდის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულების $2 ტრილიონამდე გაზრდას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო წლებში, საუდის არაბეთის ტერიტორიაზე არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი არის დაგეგმილი, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ ფინანსები. ყველაზე დიდი თანხა ფუტურისტული ქალაქის, NEOM-ის აშენებას დასჭირდება, მაგრამ საუდის არაბეთის ხელისუფლება ფინანსების მობილიზებას 2030 წლის “ექსპოსთვის” და 2034 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც აგრძელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები