მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთისგან უკრაინა $400 მლნ-ის ჰუმანიტარულ დახმარებას მიიღებს

63fc6b64c415a
მარიამ ვარადაშვილი
27.02.23 12:11
652
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებასა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ომის დაწყების შემდეგ ეს საუდის არაბეთიდან პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა 400 მლნ დოლარის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებაზე გააფორმეს შეთანხმდება. აქედან 300 მლნ დოლარის მოცულობის ნავთობპროდუქტები იქნება, რომელსაც უკრაინა საუდის არაბეთისგან მიიღებს.

პრინც ფაისალ ბინ ფარჰანის ვიზიტს ვაშინგტონში მიესალმნენ და “მნიშვნელოვანი ნაბიჯი” უწოდეს. როგორც Bloomberg წერს, ვიზიტამდე აშშ-მა საუდის არაბეთი ღიად დაადანაშაულა რომ ნავთობის მოპოვების პოლიტიკის ნაწილში რუსეთის ინტერესებს ატარებს. ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე კი, საუდის არაბეთი იმ 141 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები