მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთმა ევროპული ნავთობკომპანიების $1 მილიარდის ღირებულების აქციები შეიძინა

5e8f5973774b7
თამთა ჯიჯავაძე
10.04.20 00:10
1579
საუდის არაბეთმა Shell–ის და სხვა ევროპული ნავთობ მწარმოებლების აქციები იყიდა. კერძოდ, როგორც The Wall Street Journal–ი წერს, ბოლო კვირების განმავლობაში, საუდის არაბეთმა ოთხი ევროპული ნავთობკომპანიის აქციებში $1 მილიარდი გადაიხადა.

საუბარია Royal Dutch Shell–ზე, ნორვეგიულ Equinor–ზე, ფრანგულ Total–ზე და მათ იტალიურ კონკურენტ Eni–ზე. როგორც ცნობილია, შენაძენი საუდის არაბეთის საჯარო ინვესტიციების $300 მილიარდიან ფონდს ეკუთვნის. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ნავთობის მიღმა ქვეყანა ეკონომიკის დივერსიფიცირებას არ ახორციელებს, რაც საუდის არაბეთის მმართველის დანაპირებს ეწინააღმდეგება.

აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიამ გლობალური ვაჭრობის პროცესი დააზარალა, დაიხურა ქარხნები და გამოცხადდა ე.წ lockdown. ამ ყველაფერმა კი ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა. 

ამასთან, როგორც ცნობილია, შექმნილი ვითარების გამო, Shell–ის, Equinor–ის, Total–ის და Eni–ს აქციები 30%–ზე მეტად დაეცა იანვრის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები