ნავთობის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, საუდის არაბეთმა ნედლეულის გაძვირების გადაწყვეტილება მიიღო. ცვლილების შედეგად, ევროპისა და აზიის რეგიონისთვის არაბული ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 1 დოლარით გაიზარდა, რაც მინიმალური ცვლილებაა, თუმცა ის არსებით გავლენას იქონიებს ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებზე.
Saudi Aramco-ს მხრიდან ფასების ცვლილებას ბირჟაზე დრამატული გავლენა არ ჰქონია, რადგან არაბული ენერგეტიკული რესურსის გაძვირების პარალელურად, OPEC-მა ნავთობის მიწოდება გაზარდა, ანუ საფასო სხვაობა გაზრდილი რაოდენობით იქნება დაბალანსებული, რასაც, თავის მხრივ, მზარდი მოთხოვნა და სეზონურობა განაპირობებს.




























