მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთსა და ელექტრომობილების მწარმოებელ Human Horizons-ს შორის ახალი მრავალმილიარდიანი გარიგება შედგა

6486d8dd85ab9
გიორგი არონია
13.06.23 01:00
1414

ჩინეთ-არაბეთის ბიზნეს კონფერენციის ფარგლებში, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში იმართება, საუდის არაბეთის ინვესტიციების სამინისტრომ და პრემიუმ-კლასის ელექტრომობილების მწარმოებელმა ჩინურ კომპანიამ, Human Horizons-მა ახალი $5.6-მილიარდიანი გარიგება გააფორმეს, რომელიც მხარეებს შორის ავტომობილების შექმნის, წარმოებისა და გაყიდვის კუთხით თანამშრომლობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიასაშუალება Zawya წერს.

საუდის არაბეთის აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკის არასანავთობო სექტორების დივერსიფიკაციის პოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ნავთობის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი სახელმწიფო წლებია, რაც მისდევს. აღნიშნული სტრატეგიის ერთ-ერთ ნაწილს ელექტრომობილების ადგილობრივი წარმოების ინდუსტრიის შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც, ამ დრომდე, საუდის არაბეთმა ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Lucid-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა.

ჩინური Human Horizons-ი, რომელიც ჩინეთში ელექტრომობილებს HiPhi-ს ბრენდის ქვეშ აწარმოებს, მიმდინარე წელს ჩინეთის საზღვრებს გარეთ გასვლას გეგმავს, მათ შორის ევროკავშირშიც.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები