მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 26-ე ადგილზეა - TasteAtlas

63a6f7392f0f2
გიორგი თოლორდავა
24.12.22 17:30
1794
ორგანიზაცია TasteAtlas-მა საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების საერთაშორისო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველო 26-ე ადგილს იკავებს.

TasteAtlas ბულგარეთში 2018 წელს დაფუძნდა და ის ყოველწლიურად განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს. ქვეყნებზე სარეიტინგო ქულის მინიჭებისას პლატფორმა ითვალისწინებს: პოპულარობის, მოთხოვნის, მრავალფეროვნების, ხელმისაწვდომობისა და მომხმარებლების შეფასებების ფაქტორებს.

რეიტინგის სათავეში ტრადიციულად იტალიაა, რომელსაც 5-ბალიანი სისტემიდან 4.72 ქულა აქვს; 4.69 ქულით მეორე ადგილს საბერძნეთი იკავებს; ხოლო მესამე ადგილზე ესპანეთია, რომელსაც 4.59-ბალიანი შეფასება აქვს.

TasteAtlas-ის მიხედვით, საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. იტალია - 4.72
2. საბერძნეთი - 4.69
3. ესპანეთი - 4.59
4. იაპონია - 4.59
5. ინდოეთი - 4.54
6. მექსიკა - 4.53
7. თურქეთი - 4.52
8. აშშ - 4.51
9. საფრანგეთი - 4.51
10. პერუ - 4.51


საქართველო რეიტინგში 26-ე ადგილზეა და ის რამდენიმე ეროვნული კერძითაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ლობიანი, მწვადი, ტოლმა და კუპატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები