მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტი ქართულ ოჯახში მიდის, სადაც სუფრაზე მასპინძელი ღმერთის შექმნილ ბუნებას, მამულს ლოცავს და გარეთ ყველგან ნაგავი ყრია“

642f2904c25f9
ალა ისპირიანი
07.04.23 00:17
8569
მხატვარი, მეღვინე, რესტორატორი და ტუროპერატორი ჯონ ვურდემანი ამერიკელია, საქართველოში კი ბევრი წლის წინ ჩამოვიდა და მოქალაქეობაც მიიღო. ჯონ ვურდემანი რამდენიმე ტურისტული ობიექტის მფლობელია. მას ეკუთვნის სიღნაღში მდებარე რესტორანი "ხოხბის ცრემლები“ და "გიჟი ბროწეული“. მას ასევე ვენახები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს და როგორც ის ამბობს, აქ წარმოებული ღვინო ევროპის 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვთ.

ჯონ ვურდემანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, რომ ტურისტები ძირითადად ევროპიდან აკითხავენ და რაც მათ საქართველოში არ მოსწონთ, დაბინძურებული ბუნება და ავტომანქანის მოძრაობის წესებია.

„მწყინს, ყველაფერი გვაქვს საქართველოში:ბუნება, ისტორია, ესთეტიკა და არ ვიყენებთ ისე კარგად როგორც შეგვიძლია. ადამიანი დაბნეულია, როცა თვითონ ვერ ცნობს საკუთარ თავს. ვერ გავიგებთ ჩვენს სტრატეგიას სანამ უკეთესად არ შევისწავლით საკუთარ უნიკალურობას და იმას თუ რით არის საქართველო განსხვავებული სხვისგან.

უცხოელმა მზარეულებმა უნიკალური კერძები გაიგეს საქართველოს დაკარგულ რეგიონებში ვიდრე თბილისელებმა - გარედან მოდიან და აინტერესებთ და ქექავენ, თბილისელს ჰქონია ყველაფერი იცის არადა სამწუხაროდ იშვიათია ვინმემ კარგად იცოდეს.

ტურისტები ვინც ჩამოდიან, საქართველოში არ მოსწონთ ავტომანქანის მოძრაობის წესები და ასევე ტურისტი ქართულ ოჯახში მიდის, სადაც სამი საათი ლოცავენ ღმერთის შექმნილ ბუნებას და მამულს და ქუჩაში გამოდიან და ყველგან ნაგავი ყრია“, - ამბობს ჯონ ვურდემანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები