საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, COVID-19-ით ინფიცირებული ორსული პაციენტი უკვე მალე უნდა გამოჯანმრთელდეს.
„რაც შეეხება ორსულ ქალბატონებს, მათი და ნაყოფების მდგომარეობა სტაბილურია. 24 კვირის ორსულთან მოვიდა პირველი უარყოფითი პასუხი და თუ დღეს ტესტის პასუხი დადასტურდა, კლინიაკს დატოვებს. ჯლინიკაში გვყავს ასევე სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური დამახასიათებლები არ ვლინდება, დანარჩენი პაციენტები მოტავსებული არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში“, - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.




























