აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
„აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდი მკვლელია, არ შეესაბამება სიმართლეს. თუ მიზანმიმართულად ვუმკურნალებთ და პაციენტის მდგომარეობამ შეგვიწყო ხელი, აუცილებლად ყველა განიკურნება. ნუ გამოვიყენებთ ამ ვირუსს ფსიქოლოგიური ტეროტისთვის. ვიყოთ კარგ განწყობაზე და ვიბრძოლოთ სიცოცხლის გადარჩენისთვის“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 108 პაციენტი, მათგან 21 გამოჯანმრთელდა.




























