მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საუნივერსიტეტო რეფორმის განხორციელებისთვის სამთავრობო კომისია იქმნება - კობახიძე პროექტზე

ირაკლი კობახიძე

4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისობრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, - ამის შესახებ სამთავრობო სხდომაზე „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და დასძინა, რომ ამ პროექტის მიზანია ის არის, რომ სტუდენტებმა ისეთივე მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ, როგორც ევროპულ ქვეყნებში იღებენ.

მისი ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისათვის სამთავრობო კომისია იქმნება, რომელიც კონკრეტულად ამ რეფორმაზე იმუშავებს.

„ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც საუნივერსიტეტო რეფორმაზე იმუშავებს. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისობრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა. დღეს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი განათლების ხარისხი არ არის დამაკმაყოფილებელი და რესურსები არის ძალიან დიდი ამ ქვეყანაში. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, რომ 4 წელიწადში მივიღოთ თვისობრივად განახლებული სისტემა. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის უმაღლესი განათლება, რა ხარისხსაც ის განათლებას ევროპულ ქვეყნებში იღებს.

ამისათვის კონკრეტული, გაწერილი გეგმა უნდა განისაზღვროს და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია. სამთავრობო კომისიის მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ბ-ნი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება, ლევან იზორია, რომელიც პრემიერ-მინისტრის მრჩეველია განათლების საკითხებში. აქაც არცერთი დღე და არცერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, - ამბობს კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები