2024 წელს საქართველომ თურქეთისგან 15-ჯერ მეტი აგროსასურსათო პროდუქტი იყიდა, ვიდრე თავად გაიტანა ექსპორტზე.
"ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანალიზში აღნიშნულია, რომ გასულ წელს თურქეთიდან აგროსურსათის იმპორტი 279 მლნ დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი 19 მლნ დოლარი. შესაბამისად, უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 260 მლნ დოლარი შეადგინა. ამ მაჩვენებლით თურქეთი პირველ ადგილზეა ქვეყნებს შორის, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე დეფიციტური ვაჭრობა აქვს აგროსურსათში.
მეორე ადგილს 101 მლნ დოლარის უარყოფითი სალდოთი ბრაზილია იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზე უკრაინაა 68 მლნ დოლარის სავაჭრო დეფიციტით.





























