მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი მსხვილ თურქულ ბიზნესკომპანიებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

თურქეთი
12.06.24 12:04
270

სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს ქვეშ არსებულ მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საბჭო აერთიანებს წამყვან და მსხვილ თურქ ბიზნესმენთა ასოციაციებსა და ორგანიზაციებს, რომლის მთავარი მიზანია თურქი ბიზნესწრეების კავშირების გაძლიერება.

"მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პალატის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებთან, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთან ერთად, საქართველოსთვის პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორები განიხილა, მათ შორის სამშენებლო,ტექსტილის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით და ა.შ. გიორგი პერტაიამ, ასევე ისაუბრა სავაჭრო პალატის როლსა და შესაძლებლობებზე", - ნათქვამია სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ თავის მხრივ, მსოფლიოს თურქ ბიზნესმენთა საბჭოს წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდნენ და თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები