მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალდებულო კარანტინი 144 ათასმა ადამიანმა გაიარა, სასტუმროების დაქირავება 98 მლნ დაჯდა

60670c457a73d
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.21 16:32
1876
2020 წლის განმავლობაში საქართველოში სავალდებულო კარანტინის რეჟიმი სულ 144,028 ადამიანმა გაიარა. შედარებისთვის ეს საქართველოს მოსახლეობის 3.9%-ის ტოლია, შესაბამისად, დაახლოებით, ამდენმა მოქალაქემ (ზოგიერთმა ერთზე მეტჯერ) გაიარა კარანტინის რეჟიმი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ მთლიანად კარანტინის სასტუმროებში ნომრების დაქირავებაზე 97.9 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

"ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სავალდებულო კარანტინის ფარგლებში განახორციელა 144 028 პირის (საქართველოს მოქალაქეების) განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში შესაბამისი პირობების შექმნასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ასევე, განხორციელდა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ჩარტერული ფრენების სუბსიდირება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით. სულ ამ მიზნით საანგარიშო პერიოდში მიმართულ იქნა 97.9 მლნ ლარი", - ნათქვამია 2020 წლის ბიუჯეტის ანგარიშში. 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, საკარანტინე ხელშეკრულებებს შორის ყველაზე დიდი მოცულობის - 19.4 მილიონი ლარის ხელშეკრულება მთავრობამ შპს "მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმთან" გააფორმა, რომელიც 455-ნომრიან სასტუმრო "ეიფორიას" ფლობს. სახელმწიფოს მიერ გასულ წელს განსაზღვრული კრიტერიუმების თანახმად, საკარანტინე ზონაში ერთი დღით სასტუმრო ნომრის დაქირავების მაქსიმალური ღირებულება 100 ლარს შეადგენს. 

თავდაპირველად, კარანტინის ზონებში მოქალაქეები 14 დღის, შემდგომ კი 12 და 8 დღის განმავლობაში რჩებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები