მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით გადავადდა

5e68bd819549d
ინგა მურუსიძე
11.03.20 14:28
1360
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც bm.ge-iს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები